სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის განთავსების იზოლატორთან რამდენიმე ათეული ძალოვანი თანამშრომელი ციხის ტერიტორიაზე სპეციალური ავტობუსებით შეიყვანეს

მიხეილ სააკაშვილის განთავსების იზოლატორთან სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა მობილიზაცია შეიმჩნევა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე ათეული ძალოვანი თანამშრომელი ციხის ტერიტორიაზე სპეციალური ავტობუსებით შეიყვანეს.

შსს-ს განცხადებით, პოლიციის დანაყოფები პენიტენციური დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან.

ბუნებრივია პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია, დღესაც სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება“, - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100