სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე-5 ტალღა იქნება კატასტროფული - ივანე ჩხაიძე

"მე-5 ტალღა იქნება მართლაც კატასტროფული" - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ჩხაიძის თქმით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდება, ჩვენ გადავაბიჯებთ დღეში 6 200-იან ზღვარს, რაც კატასტროფული იქნება.

"დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც არ დასრულებული მე-4 ტალღა. თუ ჩვენ უახლოესი კვირების განმავლობაში ციფრები ინფიცირებულების გაიზარდა და ჩვენ გადავაბიჯებთ, ძალიან ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ, ალბათ შესაძლებელი, 6 200-იან ზღვარს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ზუსტად ასე გვაქვს მე-5 ტალღა და ეს მე-5 ტალღა იქნება მართლაც კატასტროფული"- ამბობს ივანე ჩხაიძე

დღეს კოვიდინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100