"სააკაშვილი რეალურად კურორტზეა, აქვს შესანიშნავი პირობები" - კობახიძე

საქართველოში ყველას უფლებები დაცულია და რეალურად ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი კურორტზეა იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა აწყობილი 2012 წლამდე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის დროს ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

"ის რეალურად არის კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება. თუ იქნება გართულება, შესაბამისი ჩარევა იქნება, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სხვა პატიმრის შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

კომენტარი