სამტრედიასთან კოლონას გზა გადაუკეტეს, 30 კაცია ცოცხებით - ანი წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისისკენ დაძრული კოლონა სამტრედიასთან გააჩერეს. ადგილზე სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებულები.

"სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეეტეს. 30 კაცია ცოცხებით მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო", - წერს ანი წითლიძე.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შეფერხების შემდეგ ამ დროისთვის კოლონამ მოძრაობის გაგრძელება შეძლო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, თბილისში 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაა დაგეგმილი. მას სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანები ავტოკოლონებით უერთდებიან.

კომენტარი