სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსიდან ახალშობილი გამოიყვანეს

ბათუმში, მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი - ახალშობილი გამოიყვანეს.

ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

ნანგრევებიდან კიდევ ერთი მცირეწლოვანი, წლის და სამი თვის ბავშვი ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.

მაშველები ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილი პირების სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში, სავარაუდოდ, მოქალაქეები არიან მოყოლილნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100