სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც თვითონ თქვა, დანარჩენს ყველაფერს თვითონ გაუმჟღავნებს საზოგადოებას - ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, მეტი ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე ეს თავად სააკაშვილმა გაავრცელა, არ შეუძლია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის.

"მე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც თვითონ თქვა და რა ვიდეოც გაავრცელა. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა რაც არის, უნიკალური გამარჯვების გაფორმების შანსი გვექნება ხვალ, ამიტომ ყველა მშვიდად არჩევნებზე მივდივართ, ხმას ვაძლევთ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ", დანარჩენს ყველაფერს თვითონ გაუმჟღავნებს საზოგადოებას.

ხვალ გავიფორმებთ გამარჯვებას ყველა ერთად და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გამარჯვების მერე დაიწყება განვითარების შეუქცევადი პროცესი. ამ დროისთვის მე შემიძლია გითხრათ ის, რაც თვითონ თქვა," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100