გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო​ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარი