სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"COVID-თან ბრძოლაში დამარცხდა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი" - ინფექციური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კორონავირუსით ქართველი მეცნიერი პაატა გიორგაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფო ინფორმაციას ავრცელებს.

„ძალიან სამწუხარო ამბავი. COVID-თან ბრძოლაში დამარცხდა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი ბატონი პაატა გიორგაძე.

ბატონი პაატა იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქვეყნის ამაგდარი, გამორჩეული ინტელიგენტი და უბრალოდ დიდი პიროვნება. იგი ორი კვირა ებრძოდა COVID-ს. ცენტრის კოლექტივმა გააკეთა შესაძლობლობის მაქსიმუმი, თავგანწირვით იბრძოლა მის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100