სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური გარდაიცვალა

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, სქიმარქიმანდრიტი ანდრია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი წერს.

„დღეს, 2021 წლის 21 ივლისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, სქიმარქიმანდრიტი ანდრია (ფურცელაძე).

მამა ანდრია დასვენებულია თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრაში მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში, ხოლო შაბათს, 2021 წლის 24 ივლისს, 14 საათზე, იგი დაიკრძალება ელიას მთაზე, მონასტრის საძმო სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ სქიმარქიმანდრიტ ანდრიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქიმარქიმანდრიტი ანდრია“, – წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

კომენტარი