სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ - ინგა გრიგოლია

მედიის წარმომადგენლები მთავრობას გაადგომისკენ მოუწოდებენ. ტვ პირველის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. გრიგოლია ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს.

"მეგობრებო ჟურნალისტები არასდროს ითხოვენ აპლოდისმენტებს, არც არავინ უკრავს ტაშს, მაგრამ ლექსოს დავუკრათ ყველამ ერთად ტაში, ლექსო შეეწირა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, ხმამაღალი ტაში დავუკრათ. დაყრუებულმა ღარიბაშვილმა იქნებ გაიგოს, მწვანე შუქი რომ აუნთო აქ მოძალადეებს იმ დღეს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ, არავის გვჯერა არავინ ვართ ბრიყვები რომ ეს შავრაზმული ჯგუფების დაგეგმილი იყო, ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ. თქვე არაკაცებო თქვენ, მეგონა ისე მოვკვდებოდი, რომ ჩემ სათქმელს მხოლოდ მიკროფონიდან ვეტყოდი მაყურებელს, მეც არ მჯერა ამდენი ხალხის წინაშე პოლიტიკური მოთხოვნით რომ გამოვდივარ: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე ვინც ეს დაგეგმა, გადადექით სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები ხომ გეზრდებათ", - მიმართა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100