სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერავის ვერ დავუთმობთ ცისარტყელას, ეს ქრისტიანული სიმბოლოა, ჩვენი ფერადოვნებაა – მეუფე ნიკოლოზი (ვიდეო)

ახალქალაქის, კუმორდოსდა კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ცისარტყელას მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მათი „ფერადოვნებაადა ვერავის დაუთმობენ“.

„ეს არის ნამდვილი ცისარტყელა… თითქოს დაემთხვა, მაგრამ ჩემთვის ამ დამთხვევას ძალიან დიდი ნიშანი აქვს. შარშან პატრიარქის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი გადავიხადეთ 4000 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის სამების ტაძარი, მყინვარწვერის ფერდობზე. იქვე არის სასტუმრო, რომელსაც ცისარტყელა დაადგა. მინდა გითხრათ, რომ ვერავის ვერ დავუთმობთ. ვინც რა არ უნდა მოიგონოს, ეს ჩვენია. ჩვენი ფერადოვნებაა. ცისარტყელაში ძალიან ღრმა ქრისტიანული სიმბოლიკაა ჩადებული,“ – ამბობს მეუფე ნიკოლზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100