ნუ გვიშლი ხელს მუშაობაში! გამოიძიე! - ჟურნალისტების აქცია კანცელარიასთან

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტებზე თავდასხმებს აპროტესტებენ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ.

ჟურნალისტები ითხოვენ:

შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე;
დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცნენ პასუხისგებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო პოლიციამ დღეს კიდევ 4 პირი, ჯამში კი 7 დააკავა. მათ შორის ორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა "მთავარი არხის" ოპერატორს მიაყენა. პოლიციაში დაზარალებული ჟურნალისტების გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

კომენტარი