სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში… ასე იცავთ „ქართველობას”? - ქეთი დოლიძის შვილიშვილს სცემეს

„ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში ! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი“, – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე, სოციალურ ქსელში წერს.

„აი ამას ვამბობ პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის. ეს არის გაუნათლებლობა, სიბნელე და უბედურება!

საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ „ქართველობას”?

რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს“,- წერს ქეთი დოლიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100