სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაფერი გაკეთდება, რომ მათ ქალაქში ვერ გაიარონ! – მამა შალვა ღირსების მარშზე

ყველაფერი გაკეთდება, რომ მათ ქალაქში ვერ გაიარონ, – ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს დღეს. ყველა აქ უნდა დავდგეთ. არ უნდა მივცეთ უფლება, რომ საშინელი განზრახვა განახორციელონ. ყველაფერი გაკეთდება, რომ მათ ქალაქში ვერ გაიარონ,“ – ამბობს მამა შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, დღეს „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშს გამართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100