სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ავსტრიამ გვაჩუქა 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა... რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა"

ავსტრიამ საქართველოს "ასტრაზენეკას" ვაქცინის 5 000 დოზა აჩუქა. ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინა საქართველოში სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა.

"ავსტრიამ გვაჩუქა 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა. მადლობა ჩვენს მეგობრებს", - დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100