სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან 2021 წლის ეროვნული გამოცდები იწყება - აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათიდან მიმდინარეობს. გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყება.

გამოცდებზე აბიტურიენტი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. გამოცდები რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. მათთვის ცალკე საგამოცდო სესია ჩატარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100