სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე და +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

მესტიაში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.

+31 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გუდაურში, დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში. დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +33 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100