კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, 2 პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ისინი ინტესიურ განყოფილებაში არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კიდევ 2 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია.

12 ივნისს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და „ნიუჰოსპიტალსის“ ეზოში შევარდა, გზად კი რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც მოიყოლა.

კომენტარი