ახლაც ნასვამი ვარ? ფხიზელი გეუბნებით, რომ ეკლესიის საქმეებში პირადად ერეოდა - მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ეკლესიის საქმეებში პირადად ერეოდა.

მეუფე იაკობის თქმით, ის, ვინც ეკლესიის საქმეებში ერევა, მას პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არ აქვს. ამასთან, ბოდბელი ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის.

"მე უკვე ვთქვი, რომ ბატონი გახარია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი არაა. ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო, თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს.

ადამიანი, რომელიც პრემიერი, თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი იმას ვადასტურებ, ხო იძახდით ნასვამმა თქვა, ახლა ნასვამი ვარ?! ფხიზელი გეუბნებით. ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა... უბრალოდ სახელმწიფო მძიმე სიტუაციაში იდგა და რაღაცები აღარ გავაკეთე",- თქვა მეუფე იაკობმა.

კომენტარი