მშობელმა ბიჭები უგონო მდგომარეობაში სასაფლაოსთან იპოვეს – რა მოხდა ძნელისში და რამ გამოიწვია კომა?

მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძნელისში 3-მა ახალგაზრდამ გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რამაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და კომა გამოიწვია.

ორი ახალგაზრდა ამ დრომდე ჯეო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მესამე – მდგომარეობიდან გამოვიდა. ის პოლიციამ უკვე დაკითხა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთის მშობელმა ბიჭები უგონო მდგომარეობაში სასაფლაოსთან იპოვა.

როგორ ტელეკომპანია „ფორმულას“ უყვებიან, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება შავ ბაზარზე ნარკორეალიზატორთან შეიძინეს. თუმცა, ნივთიერება, რომელიც მათ შეუკვეთეს, სულ სხვა და ბევრად საშიში აღმოჩნდა.

წყარო: ფორმულა

კომენტარი