დმანისში ვითარება კვლავ დაძაბულია

დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, ახლაც დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა.

დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დილიდან განახლდა. გამოძიებამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, რომელიც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ასახავს.

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი