ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა – ბოლო ინფორმაცია ისრაელიდან

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ქართველმა ჟურნალისტმა ისრაელში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მომატებულია დაღუპულთა რიცხვი. ნახევარი საათის წინ, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა. სამასზე მეტი ადამიანი დაჭრილია. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ახლა, როცა ეთერში ვარ, შეიძლება წუთი წუთზე განგაში გამოცხადდეს,“ – ამბობს თამრიკო მიხანაშვილი.

მისივე თქმით, გუშინ დაშავებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

„საქართველოს მოქალაქე გუშინ დაშავდა. როდესაც ჭურვი ავტობუსს დაეცა. მსუბუქად არის დაჭრილი. საავადმყოფოდან გამოწერილია. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოსა და ისრაელის ელჩს. ქალაქი ფაქტიურად მკვდარია, “- განაცხადა თამრიკო მიხანაშვილმა.

კომენტარი