სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ ცერცვაძემ გაამხილა, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი

თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდიუკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება.

ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში „კომენდანტის საათი“ არ იქნება. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, – განმარტა ცერცვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100