სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა 4 მაისის ჩათვლით არის ძალაში

2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით.

არსებული რეგულაციების შესრულება კონტროლდება როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

კომენტარი