როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 აპრილს ქუთაისში დღისით მცირე ნალექი და +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ძლიერ ქარს და ნალექს ვარაუდოებენ ოზურგეთში, სადაც დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსსა და ნალექიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +20 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მცირე ნალექი და +21 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +10 და ძლიერი ქარი იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +8 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამითაც +2 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც იწვიმებს. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გორში ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამე კი -1 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში, დღისით +20 ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12-მდე დაიწევს.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღის ბოლოს მცირე ნალექია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი და ძლიერი ქარი დაფიქსირდება.

კომენტარი