სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედა სოსანას სამართალდამცველებთან ერთად მონასტერში 10 წუთით, პირადი ნივთების გამოსატანად შესვლის უფლება მისცეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტფანეს ძმამ, ივანე კალაიჯიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მეუფის გადაწყვეტილება გააცნო.

ამ წუთებში ჭყონდიდის ეპარქია მომლოცველებისთვისაც ჩაიკეტა.

როგორც მეუფის ძმა აცხადებს, დაწყებულია ეპარქიის გადაბარების პროცესი, ხოლო დედა სოსანას მიეცემა უფლება სამართალდამცველებთან ერთად შევიდეს მონასტერში 10 წუთით და გამოიტანოს პირადი ნივთები.

დედა სოსანა მიტროპოლიტ სტეფანეს შეთავაზებას არ ეთანხმება და ვინაიდან იგი გადაბარების კომისიის წევრია, ითხოვს მონასტრის სასტუმროში რამდენიმე დღით დარჩენას.

ვითარებას ადგილზე სამართალდამცველები აკონტროლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100