სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ესაა ჩამოსული ათობით მეგობართან ერთად, დაბადების დღე უნდა აღნიშნოს საქართველოში" - ჯაფარიძე რუსი ჟურნალისტის ვიზიტზე

,გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,ესაა ჩამოსული ათობით მეგობართან ერთად, დაბადების დღე უნდა აღნიშნოს საქართველოში.

ქართული პოლიციის ესკორტით მოძრაობს.

ქართული პოლიციით გარშემორტყმულ რესტორანში ზის ამ მომენტში.

როცა საქართველოს მოქალაქეებს პირბადის არ ტარებაზე აჯარიმებენ ქუჩაში, ეს თავისუფლად გადაადგილდება ქუჩაში და რესტორანშიც ქეიფობს", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100