სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ჩემი ოჯახის წევრია, თუ შეეხებით არაფერს მოვერიდები, „სროკზე“ წავალ, მივუჯდები იმ მელიას და ... – გია გაჩეჩილაძე

მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე „უცნობი“, რომელსაც წლების წინ ბიძინა ივანიშვილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა “ტვ პირველის” მიერ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებას საკუთარ საავტორო გადაცემაში “უცნობის კიდობანი” ეხმაურება.

„ამხელა ზეწოლა მიდიოდა ივანიშვილების ოჯახზე, ამ ბავშვს შეიძლება ნერვები მოეშალა… 23 წელია ივანიშვილებთან ურთიერთობა აღარ მაქვს. ახლა პირველად ვამბობ, რომ წლების წინ ბიძინამ ულტიმატუმი წამომიყენა, ან მე ან ისო, კონკრეტულ ადამიანზე მითხრა. მე სხვა ავირჩიე და ივანიშვილებთან კონტაქტი გავწყვიტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გაკეთებულ საქმეებს და სიკეთეს ვერ ვამჩნევ. ჩემთვის ეკა არის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრია. ამ სიტუაციას გააგრძელებთ და გეუბნებით არაფერს მოვერიდები, არც ციხეში ჩაჯდომას, უკან დამხევი არა ვარ „სროკზე“ წავალ, მივუჯდები იმ მელიას და გეუბნებით მე თქვენ ამოგაძრობთ ნასკებს პირიდან. თუ შეეხებით ოჯახს და პიროვნულად შეურაცხყოფას მიაყენებთ. შეაგინე ბერას გახადეს პერფორმანსი ხედავთ სადამდე დავეშვით და სად არის ეს ხალხი“, -ამბობს გიგა გაჩეჩილაძე საკუთარ საავტორო გადაცემაში.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის არასრულწლოვანის, დასჯას უკვეთავს.

ბერა ივანიშვილი “იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არასრულწლოვანთან საუბარი მშობლების თანდასწრებით მიმდინარეობდა და ეს მხოლოდ გინების გამო გაფრთხილება იყო.

მისივე თქმით, თუ ვინმე დედას შეაგინებს, დღესაც აუცილებლად მოთხოვს პასუხს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100