სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

სინოპტიკოსები 5 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +10 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმას პროგნოზირებენ, დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე წვიმაა ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 იქნება. სოხუმშიც ნალექს ვარაუდობენ, ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს. დღისით ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექია მოსალოდნელი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაშიც წვიმს, +9 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი +5 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მცირე ნალექია +6 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს,+7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი - 7 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი =2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოთოვს 5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ასევე მოთოვს ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -9 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში მზინია დღეა, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში აერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

რუსთავში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, დღისით +13 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100