სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში დამწვარი კაცის ცხედარი იპოვეს

კახეთში, ბოდბის მიმდებარედ, მსუბუქ ავტომობილში დამწვარი ადამიანი იპოვეს. გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის კაცია. ცხედარი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100