სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 4 თებერვალს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ბათუმშიც დღისით სინოპტიკოსები +21 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უმეტესად მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +19 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +15 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +10 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი - 7 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +6 გრადუსია ნავარაუდევი, დღე იქნება უმეტესად მზიანი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ასევე უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -7 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. +15 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100