საქართველოში კიდევ 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 256 287 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 246 459. გარდაიცვალა 3127 პაციენტი.

კომენტარი