ჩამონგრეული სახლები და განადგურებული ოჯახები - ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-ს მიუახლოვდა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 56 ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე 15 ათასამდე ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 820 ადამიანი.

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 14 იანვარს, 01:28 საათზე დაფიქსირდა და 5-7 წამის განმავლობაში გაგრძელდა.

ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარი