უგანდაში ყველა სოციალური ქსელი დაბლოკეს

უგანდის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ ინტერნეტსერვისის პროვაიდერებს წერილობით მიმართა და უბრძანა, დაბლოკონ ყველა სოციალური მედიის პლატფორმა და აპლიკაცია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ადგილობრივებს უკვე შეეზღუდათ წვდომა სოციალურ ქსელებზე. მათ შორის - Facebook-სა და WhatsApp-ზე, რომელსაც აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის მოსახლეობა აქტიურად იყენებს.

ქვეყნის ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ განმარტავენ კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ დაბლოკეს ქსელები.

აღსანიშნავია, რომ სამ დღეში უგანდაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მედია სოცქსელების დაბლოკვას სწორედ საარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

კომენტარი