სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ერთი ძალიან მდიდარი კაცის პარლამენტი" - ნიკა მელია

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიების ერთობლივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პოზიციები არ დათმეს.

მისი თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მიერ "მიტაცებულ ძალაუფლებას" არ შეეგუება.

"ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ოპოზიციური პარტიები, არ ვეგუებით უსამართლობას, არ ვეგუებით ძალაუფლების მიმტაცებელს, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა და დააპირა გაფორმება ამ მიტაცებული ძალაუფლების ოპოზიციური პარტიების მეშვეობით. მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხის მხარდაჭერით ყველაფერზე თქვეს უარი. ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, რაც დღეს იქ ხდება, ეს არის ერთი კაცის პარლამენტი, ერთი ძალიან მდიდარი კაცის პარლამენტი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის შენობაში პირველი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ახალგაზრდობის სასახლის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარს დემონსტრაციულად ხელი მოაწერეს. მემორანდუმზე ხელის მოწერა იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100