სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 11 დეკემბერს ქუთაისში დღისით +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. სინოპტიკოსები ბათუმშიც +16 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, აქ მცირე მოღრუბლულობა იქნება, ღამით კი +6 იქნება. სოხუმში +15 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +6 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა ამბროლაურში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ +3 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში 0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღეს მოთოვს. -2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვლია მოსალოდნელი ლაგოდეხში. აქ ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+2 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში 0 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვლია მოსალოდნელი რუსთავში, დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100