19 და 24 წლის გოგოები გარდაიცვალნენ სამედიცინო სისტემის დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია, უკანასკნელ დღეებში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტებს ეხმაურება:

"19 და 24 წლის გოგოები გარდაიცვალნენ მიუხედავობით და სამედიცინო სისტემის დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად.

რად გვინდა საერთოდ რამე, შვილები თუ დაგვიხოცეს? რა გულისშემაღონებლად სამარცვინო უღონობა და საარაკო უთავმოყვარეობა გვეტაკა ერს, რა გვჭირს, სად ვართ?!!!" - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. ის მხატვარ რატი თორდიას შვილი, თეკლა თორდიაა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ჰყვება, რომ შვილის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია და კოვიდსასტუმროში არასათანადო მოვლა გახდა. ექიმი ამბობს, რომ პაციენტის თანმხლები დაავადება იყო საკმაოდ დამძიმებული და მისი მართვა მიმდინარეობდა არასწორად.

დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან მათი მტკიცებით, კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღეს, რის შემდეგაც ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა. ოჯახი ექიმებს გულგრილობასა და არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.

კომენტარი