"ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია" - ნახეთ, რას ამბობს ლევან რატიანი

ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა ბლოკავს ჯაჭვის გავრცელებას.

„არ გაქვს წამალი, რომელიც ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ, ესაა პროფილაქტიკური და სამკურნალო. პროფილაქტიკურია ვაქცინა, რომელიც დაგვიცავს დაავადების მიმღებლობისგან და შემდეგ გავრცელებისგან. მეორეა პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები, რაც ასევე არ გვაქვს და ერთადერთ რაც გვაქვს, ეს არის სიმპტომური მკურნალობა.

არ არის ისე საქმე, რომ ვერ ვმკურნალობთ კორონავირუსს და გამოსავალი ცუდი გვაქვს, ნამდვილად არ არის ასე, მაგრამ ამ ვირუსს ახასიათებს მაღალი გავრცელება და ტოქსიურობა. რაც ჩვენ ვიცით ამ ეტაპზე და რასაც ყველა იძახის, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ეპიდემიოლოგები, ექიმები, თუნდაც ჩვენი გამოცდილება, გვასწავლის, რომ სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა ბლოკავს ჯაჭვის გავრცელებას. ამიტომაც არის, რომ ვირუსის გავრცელების ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარი