სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრენების აღდგენა ისევ გადაიდო

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA); დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH); ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA); ათენი (ICAO-ს კოდი LGAV); ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM); ვენა (ICAO-ს კოდი LOWW); ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB); მილანი (ICAO-ს კოდი LIME);

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე: რიგა (ICAO-ს კოდი EVRA); კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT); ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI); დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).

ცნობისთვის, საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა 1-ლი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, მოგვიანებით კი, 1-ელ ოქტომბრამდე გადაავადა. ბოლო გადავადება 1 ნოემბრამდე მოქმედებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100