სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარაშვილზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა მაშველებმა სახლში ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მაშველებმა სახლში კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა კორპუსში მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ბუნებრივი აირის გაჟოვას უკავშირდება, რადგან ხანძარს მცირე აფეთქების ხმა უძღოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100