სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მსვლელობა დაიწყეს

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. ისინი პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან, საიდანაც ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ და აქციას შეუერთდებიან. ამასთან, დედაქალაქისკენ რეგიონებიდან ავტოკოლონები დაიძვრება.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100