სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვერ მივულოცავ კვიჟინაძეს გამარჯვებას. მეტიც, ველოდები, რომ ისევე უღალატებს ივანიშვილს, როგორც თავის დროზე გამსახურდიას უღალატა" - გიორგი კაპანაძე

"ეგზიტპოლების მიხედვით, მე, ყველაზე რთულ ოლქში ავიღე იმაზე მეტი პროცენტი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გურიაში (კვირკველია - 16%), რაჭა-ლეჩხუმ-მესტიაში (ხაბულიანი 15%) და ახალქალაქში (რაისიანი 5%).
მოკლედ, ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინებისა და დატერორების კვალდაკვალ, პირდაპირ დრაკონის გულში დაიდო 23 პროცენტი.
ვერ მივულოცავ ქართული ოცნების კანდიდატ კვიჟინაძეს გამარჯვებას. მეტიც, ცვლილების შემდეგ, ველოდები რომ ისევე უღალატებს ივანიშვილს, როგორც თავის დროზე გამსახურდიას უღალატა.
მადლობა ნაციონალური მოძრაობის ჭიათურის, ხარაგაულისა და საჩხერის შტაბის უფროსებს, წევრებს, მხარდამჭერებსა და მეგობრებს.
ღმერთმა და ხალხმა იცის რომ თავი არ დამიზოგავს.
საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ.
ჭიათურა, ხარაგაული და საჩხერე". - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ჭიათურა, ხარაგაული, საჩხერის მაჟორიტარი ენმ-დან გიორგი კაპანაძე.

ეგზიტ პოლების მიხედვით, მე, ყველაზე რთულ ოლქში ავიღე იმაზე მეტი პროცენტი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გურიაში...

Posted by George Kapanadze on შაბათი, 31 ოქტომბერი, 2020

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100