მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ქართული ოცნება ხმის სანაცვლოდ მათ 50 ლარს უხდის

ფორმულანიუსის იონფორმაციით, ქართული ოცნება ხმის სანაცვლოდ ამომრჩეველს 50 ლარს უხდის.

ფორმულასთან საუბრისას რესპოდენტები ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო უბნებზე 41 ნომერი შემოხაზეს და სანაცვლოდ 50 ლარი მიიღეს. ინფორმაცია ფორმულას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.

კომენტარი