სათვალთვალო კამერები საარჩევნო უბანზე - დარღვევები ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში

ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს ვანსა და ხონშიც. სოფელ ნახახულევში, 16-ე უბანში, ხონის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მათე ჩანქსელიანი, კენჭისყრას თვალყურს დამკვირვებლის რანგში ადევნებს.

ვანში კი, როგორც ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ამბობს, ხელისუფლების მხარდამჭერებმა საარჩევნო უბანში მოქალაქეების დასაკვირვებლად ვიდეოკამერები დააყენეს. მედიის წარმომადგენლების გამოჩენისთანავე კი, კამერებს ადგილები შეუცვალეს.

კომენტარი