"ვფიქრობთ, კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება"

„ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა. პროგნოზირების სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად ვეყრდნობით სამ მოდელს, ვფიქრობთ, პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე, მესამე კვირას, ამიტომ ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის პროცესი მართვადია.

კომენტარი