93-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა

93-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, ბაღი 2 კვირით დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად პედაგოგი თვითიზოლაციაშია და ის 6 ოქტომბრიდან ბაღში არ ყოფილა.

"მშობელთა საყურადღებოდ ! 93 ბაგა-ბაღის სპეც პედაგოგს გუშინ დაუდასტურდა Covid-19, ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს,რადგან 06.10.2020-ის შემდგომ ეს პედაგოგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ტემპერატურის გამომჟღავნების (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც გახსნის დღეს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბაგა-ბაღი 2 კვირით აჩერებს ფუნქციონირებას! გისურვებთ ჯანმრთელობას ! პატივისცემით 93 ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია!", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი