სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კალაძემ პირდაპირ დავალება მისცა ზოდერებს...მკაცრად აგებთ პასუხს, დედა გეტირებათ“ - გიგი უგულავა მარნეულის ინციდენტზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

გიგი უგუალავს თქმით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რამდენიმე დღის წინ თათბირი ჩაატარა და კონკრეტულ ჯგუფებს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, რათა ეძალადათ ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური არხების ჟურნალისტებზე.

„კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. კალა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პირველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს- დედა გეტირებათ“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100