დედამთილი ძალადობდა რძალზე, რომელიც ბოლოს ქმარმა მოკლა - თამთა ჯანჯღავას ცხედარი გუშინ სენაკში გადაასვენეს

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ დედამთილიც ძალადობდა ქალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქმარმა სასტიკი მეთოდებით მოკლა.

32 წლის თამთა ჯანჯღავა მეუღლემ, ირაკლი შურღაიამ სიცოცხლეს თურქეთის ქალაქ სტამბულში გამოასალმა. ქალს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თურქეთის პოლიციამ ბრალდებულ ქმარზე ძებნა გამოაცხადა, თამთა ჯანჯღავას ცხედარი კი გუშინ, მშობლების სახლში, სენაკში გადმოასვენეს.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და არამხოლოდ ქმრის მხრიდან. 2016 წელს თამთას დედამთილი სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დააკავეს.

სასამართლომ რძალზე ძალადბაში ბრალდებულ დედამთილს 1-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, პოლიციამ კი მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.


კომენტარი