ქუთაისში, 21 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში, 32-ე სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცას „რუსთავი 2“-თან სკოლის დირექტორის მოადგილე, ნათია ხაზარაძე ადასტურებს.

ინფექცია დადასტურებული აქვს დირექტორს და დირექტორის მოადგილესაც.

პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ისინი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან.

კომენტარი