გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

COVID-19 ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა.

21 წლის ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა.

„ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს" - განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა.

კომენტარი